შიდა საუბნო გზების მოწესრიგება
ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ ლეპატარეში, შიდა საუბნო გზების მოწესრიგების მიზნით, გზის მოხრეშვა, დაგრეიდერება და დატკეპნა განხორციელდა.აღნიშნული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას და უზრუნველყოფს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბნებში ეტაპობრივად გაგრძელდება.