← დაბრუნება ნარდის ჩემპიონატი ბანძაში
2026-08-25

ნარდის ჩემპიონატი ბანძაში

ბანძაში ნარდის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა,ტურნირმა ადგილობრივი მოყვარულები შეკრიბა და საინტერესო, აზარტული ასპარეზობით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მხარდაჭერა და გამარჯვებულის წახალისება გიზო პატარაია-ს ინიციატივით მოხდა. გამარჯვებულ მონაწილეს გადაეცა სიმბოლური თასი და ფულადი ჯილდო. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თემში სპორტული სულისკვეთების ამაღლებასა და ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. ტურნირს ორგანიზატორი და ფუძემდებელია ბატონი კახა ჩარგაზია.

სურათები