← დაბრუნება ზაზა ოთარის ძე პატარაია
2026-11-03

ზაზა ოთარის ძე პატარაია

პატარაიების საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე

ბიოგრაფია

დაიბადა 1962 წლის 27 სექტემბერს, მარტვილში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი. 1991 წლამდე მუშაობდა თავისი პროფესიით, რის შემდეგაც დაიწყო საქმიანობა კერძო სექტორში.

1993 წელს დააარსა ბანკი „გამაბანკი“, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა 2004 წლის ივნისამდე. 1995 წელს დააარსა ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი, რომელიც 2015 წელს შეუერთდა „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს.

ამჟამადაც აქტიურად მოღვაწეობს კერძო სექტორში. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ზაზა პატარაიამ ჩაატარა გენეტიკური ანალიზი, რომლის შედეგად დადგინდა მამისუფალი ხაზის ჰაპლოჯგუფი G2a1a1a-Z31459. აღნიშნული ჰაპლოჯგუფი წარმოიშვა დაახლოებით 4300 წლის წინ კავკასიაში G2a1a-Z6653 ჰაპლოჯგუფიდან, რომლის ასაკი დაახლოებით 9800 წელია და წარმოშობის რეგიონად მიიჩნევა შუამდინარეთი და დასავლეთ ირანის მთიანეთი.

სურათები