ბანძის სიონობა 2026
29 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბანძის სიონობა ყოველწლიურად აღინიშნება.ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.ღვთისმსახურებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი ესწრებოდა.საღამოს 19:00 საათზე, ღია ცის ქვეშ, ბანძის სიონობასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი ადგილობრივების მონაწილეობით.