← დაბრუნება ბანძის ისტორია
2026-06-24

ბანძის ისტორია

ბანძა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. სოფელი გაშლილია ოდიში-გურიის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარცხენა მხარეს. წყაროებში მითითებულია, რომ ბანძა მარტვილიდან დაახლოებით 11 კილომეტრით, აბაშიდან კი დაახლოებით 22 კილომეტრითაა დაშორებული. ბანძა შედგება სამი უბნისგან: ლევახანე, ლეკეკელე და ლეპატარე. სოფელი ზღვის დონიდან დაახლოებით 90 მეტრზე მდებარეობს და ეკლესიურად ჭყონდიდის ეპარქიას ეკუთვნის.
სოფლის სახელი პირველად 1699-1740 წლების რუსი ელჩების აღწერილობაში მოიხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი სოფელსა და მის ციხესაც ახსენებს, რაც ბანძის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
XIX საუკუნის II ნახევარში სააქართველოში პირველად ბანძაში დაიდგა შექსპირის პიესა “ვენეციელი ვაჭარი“. აშენდა 2-კლასიანი სასწავლებელი და გაჩნდა საშინაო სკოლებიც. ილია ჭავჭავაძემ  სამეგრელოში მოგზაურობისას სწორედ აქ თქვა ყველასათვის ცნობილი ფრაზა, "სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო".
ბანძის ისტორია მხოლოდ ერთი პერიოდის ამბავი არ არის. სოფლის მეხსიერებაში ჩანს შუა საუკუნეების პოლიტიკური კონტექსტი, ღვთისმშობლის ეკლესია, ბანძა-ფაღაოს ციხის ხსენება, ებრაული დასახლება, სინაგოგა და ძველი სასაფლაო. სწორედ ამ მრავალფენიანობის შენარჩუნებაა ამ გვერდის მთავარი მიზანი.