← დაბრუნება შექსპირი ბანძაში
2026-08-12

შექსპირი ბანძაში

1873 წლის 16 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში ადგილობრივმა მოყვარულმა მსახიობებმა უილიამ შექსპირის დრამა, (თარგმნილი დიმიტრი ყიფიანის მიერ) „ვენეციელი ვაჭარი“ წარადგინეს, ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმ დროის დასავლეთ საქართველოს კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში.ბანძაში გამართული ეს წარმოდგენა უნიკალურია იმით, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც უილიამ შექსპირის პიესა დაიდგა. იმ პერიოდში თეატრალური ცხოვრება მხოლოდ დიდ ქალაქებში (თბილისსა და ქუთაისში) არ დუღდა, არამედ რეგიონებშიც აქტიურად ვრცელდებოდა. ამ სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია თავის დროზე ფართოდ გაშუქდა იმდროინდელ წამყვან ქართულ გამოცემაში — გაზეთ „დროებაში“ძალიან დიდი, აღფრთოვანება და პროგრესული რეზონანსი მოჰყვა. გამოცემამ ამ მოვლენას ცალკე წერილი მიუძღვნა სათაურით „შექსპირი ბანძაში“ (1873 წლის №16 და №18 გამოცემები). გაზეთი ხაზს უსვამდა, რომ სპექტაკლმა ადგილობრივ მოსახლეობაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მაყურებელი სრულიად მოუმზადებელი არ შეხვედრია ევროპულ დრამას, პირიქით — წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა.ფოტოზე გამოსახული ადამიანი არის დიმიტრი ყიფიანი (1814–1887) იგი იყო გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი და ლიბერალური სათავადაზნაურო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. მან უდიდესი როლი ითამაშა მე-19 საუკუნის საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ გამოფხიზლებაში. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.