← დაბრუნება ბანძის სინაგოგა
2026-06-15

ბანძის სინაგოგა

ეს არის ისტორიული ნაგებობა (აშენებული XX საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით 1910 წელს), რომელიც მოწმობს იმას, რომ ბანძაში ოდესღაც საკმაოდ დიდი და აქტიური ებრაული თემი ცხოვრობდა. სინაგოგას დღესდღეობით  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფელში ებრაელები პრაქტიკულად აღარ ცხოვრობენ, შენობა ამ მხარის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.დასავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ებრაულმა მოსახლეობამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი და დამკვიდრდა ყულევში, ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და მოგვიანებით ბანძაში.
XVIII საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასაგრმავებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა.ამ ოჯახს მალე რამდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა. აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც. XX საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტურული სამლოცველო ნაგებობა — სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში.
გასული საუკუნის 70-იან წლებში ებრაელებმა დატოვეს ბანძა, დაემშვიდობნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, სთხოვეს სინაგოგას და სასაფლაოს მოვლა და წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში, ისრაელში.
სინაგოგა დღემდე ხელშეუხებლად დგას ბანძაში.

სურათები