ილია ჭავჭავაძის სტუმრობა ბანძაში
ბანძის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ილია ჭავჭავაძის სტუმრობას.1885 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე სამეგრელოში მოგზაურობისას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძა-ს ესტუმრა. ილია სტუმრად იმყოფებოდა სწორედ აქ სოფელ ბანძაში იურისტ მელქისედეკ (მექი) ფაღავასთან. ეს ვიზიტი ქართული კულტურისა და ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი ფრაზის დაბადების ადგილი გახდა.„სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა... მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება.“ სოფელ ბანძაში ფაღავების მამულში შეკრებილმა ადგილობრივმა ინტელიგენციამ ილიას ნამდვილი სახალხო დახვედრა მოუწყო, რამაც მწერალს დაანახა კუთხის მტკიცე კავშირი ერთიან ქართულ კულტურასთან. იონა მეუნარგია თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილია ამ მოგზაურობისას იმდენად ბედნიერი და მხიარული იყო, რომ ბანძასა და ცაიშში ყოფნისას სულ იტალიურ სიმღერას „ფარინა, ფარინა“-ს მღეროდა და ფერხულსაც კი ცეკვავდა.