← დაბრუნება ბანძის საბავშვო ბაღი
2026-08-03

ბანძის საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 391 388 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო მოედნები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სურათები