ანტონ კეკელია (დეკანოზი)
დაიბადა სოფელ ბანძაში -1855წ.
გარდაცვ. თარიღი: 12 ივლისი, 1920 (65 წლის ასაკში) დაკრძალვის ადგილი: სოფელი ბანძა. დეკანოზი ანტონ კეკელია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა მე-18 საუკუნეში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მან 1875 წელს ბანძაში თავის სახლთან ახლოს პირველად დააარსა სკოლა, რომელსაც სოფლის სამინისტროს სკოლას ეძახდნენ, ასევე მის სახელს უკავშირდება რეგიონში 15-მდე სკოლის დაარსება. ანტონ კეკელიას დროს ფართოდ გაიშალა კულტურულ - საგანმანათლებო მუშაობა. 1890 წელს დაარსდა ამჟამინდელი ბანძის საჯარო სკოლის ადგილას სასწავლებელი, სადაც ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. 1896 წელს მღვდელი ანტონ კეკელია ბანძის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე იყო, 1896 წელს მან ეს სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადააკეთა და უკვე მაღალი კლასებისთვისაც უშვებდნენ მასწავლებლებს. თავად ანტონი დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, კარგად იცოდა ლათინური, მათემატიკა. საინტერესოა თავად სკოლის მშენებლობის პროცესიც. არსებული ინფორმაციით, თედო სახოკია ანტონის ქალიშვილის მეუღლე იყო. მაშინდელი განათლების სამინისტროდან ის აწვდიდა მას ინფორმაციებს. სკოლების მშენებლობის უფლება ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა, ნებართვას კი მოსკოვი არ იძლეოდა. ამიტომ უნდა დაემტკიცებინა ანტონს, რომ ხალხი მოწადინებული იყო სოფელში სკოლა ჰქონოდათ. მან დაწერა განცხადება და სკოლის მშენებლობის ნებართვა ითხოვა. თედო სახოკიამ შემოუთვალა ანტონს: "სოფელში ხვალ შემოწმებაზე მოვლენ, რათა გაირკვეს, მართლა ითხოვს თუ არა ხალხი სკოლას და თუ შეგიძლია ამაღამ ამოიტანე ქვა-ღორღი, საშენი მასალა, ხალხი მოაგროვე და იქ ჩასულ სტუმარს აჩვენე, რომ ხალხი მუშაობსო". დეკანოზმა ანტონმა დაიქირავა ურმები და იმ ღამეს მდინარე აბაშიდან თურმე 40 ურემი ქვა ამოატანინა. მეორე დღეს ხალხი შეკრიბა და როცა კომისია მოვიდა, ნახეს, სკოლას ხალხი აშენებდა. მერე მშენებლობაში წინააღმდეგობა არ შეხვედრია. სასულიერო მოღვაწე და განმანათლებელი. ნადეჟდა და მიხელ კეკელიების მამა. წყარო: მამა ანტონ კეკელია, 1855-1920.-თბ.,2004.-15გვ.; ნათელი დაუღამებელი : (ცხოვრება და ღვაწლი დეკანოზ ანტონ კეკელიასი) / იგორ კეკელია.
დეკანოზ შალვა კეკელიას ინიციატივით, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით, დეკანოზ ანტონ კეკელიას ხსენებასთან დაკავშირებით სოფელ ბანძაში 29 აგვისტოს „ბანძის სიონობა" აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით ბანძის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. საღამოს კი ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი იმართება.